|
 |
მიაღწიე მაქსიმალურ კომფორტს მინიმალური დანახარჯებით!
|
|
როგორ დავაგეგმაროთ 40 კვმ. ბინა |
 |
ცხოვრება 40კვმ. – ში სულ არ მოგეჩვენებათ დისკომფორტად, თუკი სივრცე იქნება სწორად განაწილებული და კარგად დაგეგმარებული.
40კვმ. ფართობი (სვწლი წერტილების გარეშე), რომ წარმოიდგინოთ ჩვენთან გავრცელებული 1.5 ოთახიან ბინებია.
ერთი შეხედვით ურთულესი დავალებაა 40კვმ. – ში ჩაატიო საძინებელი, სამზარეულო, სასადილო, მისაღები და სამუშაო ზონა, თუმცა დიზაინ სტუდია Solo – სთვის, ეს დავალება არ აღმოჩნდა რთული და შედეგი დასტურია იმისა, რომ საუცხოოდ გაართვეს თავი.
პირველი რაზეც დიზაინერებმა იფიქრეს იყო სივრცე, თუკი ისინი სივრცეს კედლებით დაანაწევრებდნენ და სხვადასხვა დანიშნულების ფართს კედლებით ან ტიხრებით გამოყოფდნენ ერთმანეთისგან, შედეგედ მიიღებდნენ სახლს, რომელიც სივიწროვისგან ვიზუალურად ისე გამოიყურება, თითქოს სუნთქვაც შეუძლებელია. ეს პრობლემა, მათ ფარდებით გადაჭრეს. |
|
დაწვრილებით... |
|
|
|
|
|